მაგდა პაპიძე ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას, მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ თუ არა

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს, ადვოკატი მარიამ ფხალაძე ხვალ საპატიმროში შეხვდება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხვალ მიიღებს გადაწვეტილებას, განიხილონ თუ არა მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა.
“საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 მარტს გაიმართება, სადაც დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენა იქნება. ხვალ ვაპირებ მაგდა პაპიძის მონახულებას და მექნება საბოლოო პასუხი, მოინდომებს თუ არა ის საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვას”, – აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ, მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით 19 თებერვალს გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. საგამოძიებო უწყება მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებად, ბრალდებულის დღიურის ჩანაწერს ავრცელებს, რომელიც, ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თავად პაპიძის მიერ არის შესრულებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები