ჩრდილოეთ ოსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროებმა წვრთნები ჩაატარეს

ჩრდილოეთ ოსეთში რუსმა სამხედრეობმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებულმა ძალებმა“ ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ჩრდილოეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში შეატყობინეს.
„წვრთნები პოლიგონ „ტარსკოეზე“ ჩატარდა. წვრთნების დროს სამხედროებმა საარტილერიო სროლა გამართეს და კარგი შედეგები აჩვენეს“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში. სამხედროების ინფორმაციით, წვერთნების დროს მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკა იყო გამოყენებული.
12919142_10205687380655412_1313686016_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები