ავარია ქუთაისში – საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეითს დაეჯახა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეითს დაეჯახა. შუახნის ქალბატონი მსუბუქად დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დაზარალებული გზის მეორე მხარეს გადადიოდა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები