ირაკლი სესიაშვილი: ჩემთვის ნასამართლობა არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი უნდა ჩამოიწეროს

ჩემთვის ნასამართლობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა ჩამოიწეროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე დაკითხვისას განაცხადა. ადვოკატ ლევან სამუშიას კითხვის – რომ სცოდნოდა, ავთანდილ ჭოლოკავა ნასამართლევი იყო თავდაცვის სამინისტროს საქმეებთან დაკავშირებით, მისი პიროვნების სანდოობა დადგებოდა თუ არა ეჭვქვეშ, საპასუხოდ სესიაშვილმა აღნიშნა, რომ სანდოობა-საიმედოობას ის არ ადგენს.
“მეტსაც გეტყვით, ჩემი კოლეგა დღეს მოქმედი დეპუტატი, რომელიც ნდობის ჯგუფის წევრია თავის დროზე ნასამართლევია სახელმწიფო გადატრიალებისთვის და მას აქვს განსაკუთრებით საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება. ჩემთვის ნასამართლობა არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი უნდა ჩამოიწეროს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ე.წ. კაბელების საქმეში მისი როლი მხოლოდ ის არის, რომ ავთანდილ ჭოლოკავა და თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ერთმანეთს შეახვედრა.
ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული პროცესი, რომელზეც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი იკითხება, დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები