გატაცებული ეგვიპტური ავიალაინერის ბორტზე ოთხი მგზავრი და ეკიპაჟია დარჩენილი – ვიდეო

ეგვიპტის ვაიაკომპანია EgyptAir-ის გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ამჟამად კვიპროსის ქალაქ ლარნაკის აეროპორტში იმყოფება, ხუთი მგზავრი და ეკიპაჟია დარჩენილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„გამტაცებელთან გამართული მოლაპარაკების შედეგად ყველა მგზავრი, ხუთის გარდა, გათავისუფლებულია.  თვითმფრინავის ბორტზე ასევე ეკიპაჟის წევრები რჩებიან“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამტაცებელმა ქალები და ბავშვები გაათავისუფლა. გატაცების მომენტში ავიალაინერში, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, 81 ადამიანი იმყოფებოდა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ გამტაცებელი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, მას „შაჰიდის ქამარი“ ეკეთა და თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა.
ლარნაკის აეროპორტი დაიხურა და ის დროებით თვითმფრინავებს არ იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები