“უმუშევართა კავშირის” ინიცირებულმა კანონპროექტმა შესაძლოა, უსახლკარო ადამიანების პრობლემები გადაჭრას

უმუშევართა კავშირის თავჯდომარე თამარ იოვაშვილი უსახლკარო ადამიანების მხარდასაჭერად ახალ პროექტს ახორციელებს, რომელსაც “უსახლკაროებს სოციალური მხარდაჭერა” ეწოდება. პროქტის მიზანი ყველა იმ ადამიანის დახმარებაა, რომელიც უსახლკაროა.
პროექტის პრეზენტაცია 31 მარტს იგეგმება, თუმცა ორგანიზაცია მის ბენეფიციარებს უკვე უწევს როგორც იურიდიულ, ასევე ფსიქოლოგიურ დახმარებას. ორგანიზაციის თავჯდომარის განმარტებით, პროექტის პარალელურად, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი პარლამენტში უახლოეს მომავალში წარადგენს. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება არ მოხდება არსებულ პარლამენტში, ორგანიზაცია და მისი ბენეფიციარები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

– პროექტი „უსახლკაროებს სოციალური მხარდაჭერა“ გასულ წელს ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტის “სახით უსახლკაროებისკენ” გაგრძელებაა. ამ პროექტის ძირითადი ამოცანა თბილისის მაშტაბით უსახლკაროთა ბაზის შექმნა და საკანონმდებლო ინიციატივის ფორმირება იყი. ამ ეტაპზე ჩვენს ბაზაში 2260 უსახლკარო ოჯახია დაფიქსირებული.

– კონკრეტულად რა ჯგუფის ადამიანები იგულისხმებიან უსახლკაროებში?

აი მაგალითად, ჩვენ ძირითადად ორ ჯგუფს ვგულისხმობთ. პირველი, ოჯახებს, რომლებმაც ბინები ბანკებში დაკარგეს, მაგრამ ჯერ არ არიან სოციალურად დაუცველები და მეორე, ის ოჯახები, რომლებსაც უკვე აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი და არ აქვთ საცხოვრებელი სახლები. ესენი არიან ძალიან გაჭირვებული ადამიანები.

– ჩემი ინფორმაციით, თქვენ ახალი კანონპროექტის ინიცირებაც გსურთ პარლამენტში, კონკრეტულად რას გულისხმობს ის?

დიახ, ჩვენ შევქმენით კანონპროექტი “უსახლკაროთა შესახებ”, რომელიც პირველ რიგში ითვალისწინებს უსახლკაროთა მცნების ინიცირებას. კერძოდ კი ამ ჯგუფს განეკუთნებიან ის ადამიანები, რომელიც ცხოვრობენ ღია ცის ქვეშ, ადამიანები, რომელიც ცხოვრობენ საცხოვრებლად შეუფერებელ სახლში – კარავში, მიტოვებულ შენობაში, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დროებითი ხასიათის საცხოვრებელში ან თავშესაფარში და ადამიანები, რომლებიც საცხოვრებელის დაკარგვის საშიშროების წინაშე არიან. მოგეხსენებათ, რომ ევროპული ნორმატივის თანახმად, პოტენციურად უსახლკარო ადამიანი უსახლკაროდ ითვლება.

– სახელმწიფოსგან კონკრეტულად რას ითხოვთ? რა თანხებზეა საუბარი?

ჩვენი კანონპროექტი არის უსახლკაროთა დახმარების სტრატეგიული გეგმა. სახელმწიფომ უნდა შექმნას ორგანო, იურიდიული პირი, რომელიც უსახლკარო ადამიანების საკითხებით დაკავდება. ეს შეიძლება იყოს ცალკე სიპი ან არსებულ ბაზაზე შეიქმნას გარკვეული დეპარტმანეტი. რომელსაც დაევალება ამ საკითხებზე მუშაობა. თუ ასე მოხდა, ადამიანებზე ზრუნვა უფრო ცენტრალიზებულად მოხდება. სახელმწიფოსგან გაიწერება გეგმა და სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ მათ დაეხმაროს.

– იდეა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ თქვენი აზრით რამდენად შესაძლებელია ახლა მისი განხორციელება?

ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან დიდ ფინანსურ ხარჯს. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ მოხდეს უსახლკაროთა მცნების ინიცირება. პირველი ნაბიჯი მათი აღწერა იქნება, შემდეგ სტატუსის მინიჭება და ბოლოს დახმარება.

– როგორ მოხდება უსახლკაროების დაკმაყოფილება? რომელიმე ჯგუფი იქნება პრიორიტეტული?

რა თქმა უნდა. პრიორიტეტულ ჯგუფებში შევლენ: სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები, ფსიქიკური აშლილობის, ინვალიდობის და ქორნიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მარტოხელები, 75 წელს გადაცილებულები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლები, ბუნებრივი კატასტროფებისა და კატაკლიზმების მსხვერპლები. ახლა პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფოს მათ წინაშე არც ვალდებულება და არც გეგმა არ გააჩნია. ესე არ შეიძლება. რაღააც გარკვეული ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას.

– ამ ეტაპზე სახელმწიფო საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს ქირასაც უხდის, იქნებ ამაზე მეტი რესურსი ჯერჯერობით არ აქვს?

შემიძლია თბილისის მაგალითზე გითხრათ. ამ ეტაპზე 1096 ოჯახი ყოველთვიურ დახმარებას ღებულობს. ეს არის ქირის თანხა 300 ლარი. თუ გადაამრავლებთ ამას ოჯახების რაოდენობაზე და შემდეგ 12 თვეზე მიხვდებით, რომ თანხა საკმაოდ სოლიდურია. უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო ამ თანხების აკუმულაციას მოახერხებს. ჩადებს ამ თანხას სოციალური ბინების მშენებლობაში და მსგავ პროქტებში.

– როგორ ფიქრობთ რა ვადებზეა გათვლილი თქვენი პროექტი ინიცირების და დამტკიცების შემთხვევაში რამდენ ხანში დაიწყება უსახლკაროების დაკმაყოფილების პროცესი?

პირველ რიგში, ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვქმნით საკონსულტაციო ცენტრს, სადაც იქნება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე იურიდიული დახმარება. ფურცელაძის 14 -ში ჩვენი ორგანიზაცია უკვე მუშაობს და ჩვენს მიერ გაწეული სერვისი არის უფასო. მოგვიანებით ვაპირებთ რეგიონებში გასვლასაც. გვსურს, რომ იქაც ავღწეროთ ვითარება. ამ ეტაპზე კონსულტაციებს გავდივართ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან გია ჟორჟოლიანთან. დაგვპირდა, რომ მოახდენს ამ კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში. იმედი მაქვს, რომ ეს მაისში მოხდება. თუ ამ პარლამენტის პირობებში მოესწრო ძალიან კარგი და თუ არა, მაისიდან ჩვენ ვაპირებთ საპროტესტო აქციების გამართვას. ეს არის არა მხოლოდ ჩემი სურვილი, არამედ იმ ხალხის სურვილიც, რომლებიც არიან ჩვენი ბენეფიციარები. აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნებზე ჩვენ მზად ვართ ხმა მივცემთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დაგვპირდება, რომ აი ამ მიმართულებით დადებით ცვლილებებს განახორციელებს.

ნინი ჯაფარიძე

12910820_1675825382669032_677105314_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები