ბელგიის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი გაათავისუფლა

ბელგიის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ფეისალ შეფუ გათავისუფლეს. იგი პოლიციამ ხუთშაბათს დააკავა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გამომომძიებლები იძულებულები იყვნენ, შეიფუ გაეთავისუფლებინათ, ვინაიდან მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები ვერ შეაგროვეს.
ფეისლა შეფუ, რომელიც 22 მარტის ტერაქტების ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი, თავისუფალი ჟურნალისტია. სწორედ ის დააფიქსირეს უსაფრთხოების კამერებმა ბრიუსელის აეროპორტში იბრაჰიმ ბაკრაუის და ნაჟიმ ლააშრაუის გვერდით, რომლებმაც ბომბები ააფეთქეს. შეფუ იმ 12 პირს შორის იყო, რომლებიც ბელგიის პოლიციამ ხუთშაბათს და პარასკევს დააკავა. პროკურატურის ცნობით, ჩხრეკის დროს მის სახლში არანაირი იარაღი არ აღმოუჩენიათ.
12920974_10205677075797797_836169676_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები