პაკისტანელი „ბოევიკები“ ახალი ტერაქტებით იმუქრებიან

ტერორისტული დაჯგუფება „ჯამაათ-ულ-აჰრა” პაკისტანში ახალი ტერორისტული აქტებით იმუქრება. ეს დაჯგუფება მოძრაობა “თალიბანის“ ერთ-ერთი განშტოებაა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დაჯგუფების წარმომადგენელმა ენსაჰულა ენსანმა განაცხადა, ისინი კვლავ ამოიღებენ მიზანში სკოლებსა და კოლეჯებს და მომავალშიც შეტევებს განახორციელებენ.
„ჩვენ განვახორციელეთ ტერაქტი ლაჰორში, რადგან ჩვენი სამიზნენი ქრისტიანები არიან“, – განაცხადა ენსანმა.
ეს განცხადება მოძრაობის წარმომადგენლებმა პაკისტანის ქალაქ ლაჰორში კვირას განხოციელებული ტერაქტის შემდეგ გააკეთეს, რომელზეც „თალიბანმა“ პასუხისმგებლობა აიღო.
შეგახსენებთ, რომ ლახორის პარკთან აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 72 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტების თავდასხმის ობიექტი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც კთოლიკურ აღდგომას აღნიშნავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები