ლატვია რუსეთთან 3-კილომეტრიან საზღვარს აგებს

ლატვია – რუსეთის საზღვარზე ლატვიელმა მესაზღვრეეებმა სამკილომეტრიანი ღობე აღმართეს, რომლის სიმაღლე 2,7 მეტრია და ის ლუდზენის რაიონშია. საზღვარი რუსეთის ფსკოვის ოლქთან მდებარეობს.

ღობის სიგრძე მთლიანად 92 კილომეტრი იქნება და მის მშენებლობას ლატვია ოთხი წლის შემდეგ დაასრულებს. დამცავი ნაგებობები ლატვიის ბიუჯეტს 17 მილიონი ევრო დაუჯდება. ღობის გარდა აქ უსაფრთხოების კამერების და სენსორული სისტემების დამონტაჟებაც იგეგმება. ანალოგიურ მშენებლობას რუსეთის საზღვარზე ესტონეთიც გეგმავს. ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე 2,5 მეტრის ღობე აღიმართება და მისი მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები