მოსკოვში ამერიკის დაზვერვის უფროსი იმყოფებოდა

 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი ჯონ ბრენანი მოსკოვში მარტის დასაწყისში იმყოფებოდა. ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა განაცხადა. „ბრენანი მოსკოვში იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას არავინ უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ის არ იმყოფებოდა. ზუსტად ვიცი, რომ ის უშიშროების ფედერალურ სამსახურში იყო მისული“, – განუცხადა სირომოლოტოვმა სააგენტო „ინტერფაქსს“.

მისი თქმით, მოსკოვში ბრენანის ვიზიტსა და სირიიდან რუსული ავიაციის გაყვანის გადაწყვეტილებას შორის არანაირი კავშირი არ არის. სირომოლოტოვმა ასევე დაამატა, რომ ბრენანი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები