იაპონური კოსმოსური ტელესკოპი „კოსმოსურმა ნაგავმა“ დააზიანა

იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტომ თავის უახლეს რენტგენულ ტელესკოპთან Hitomi (ASTRO-H)-თან კავშირი დაკარგა. შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალ Nature-ის საიტზე გამოქვეყნდა.

აეროკოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, მათთვის კონტაქტის დაკარგვის ზუსტი მიზეზი უცნობია.

ის, რომ ტელესკოპი „კოსმოსურ ნაგავს“ შეეჯახა, იაპონელი სამხედროები იუწყებიან. კავშირი კოსმოსურ ტელესკოპთან ორი დღის წინ გაწყდა. მას შემდეგ ასტროფიზიკური ხელსაწყოდან მხოლოდ ერთი, ძალიან მოკლე სიგნალი მიიღეს. სპეციალისტები კავშირის აღდგენას ცდილობენ. ობსერვატორია Hitomi-ის მთავარი ფუნქციაა „შავი ხვრელების“, გალაქტიკების და მუქი მატერიის რენტგენული სხივების შესწავლა. ის სპექტრომეტრით არის აღჭურვილი 0,1 -დან 10 კილოელექტრინვოლტამდე სიგრძის ტალღების შესასწავლად. მეცნიერები ტელესკოპის მეშვეობით მაღალი ხარისხის ფოტოების მიღებას გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები