გიორგი კვირიკაშვილი: შემაძრწუნებელია პაკისტანში მომხდარი ტრაგედია
დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობ პაკისტანის მთავრობასა და ხალხს მომხდარის გამო და გამძლეობას ვუსურვებ – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარ ტერაქტს.
„შემაძრწუნებელია პაკისტანში მომხდარი ტრაგედია. ტერორისტულ აქტს ქალაქ ლაჰორეში კვალავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. საუბედუროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. ეს არის მსოფლიოს ტრაგედია, ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობ პაკისტანის მთავრობასა და ხალხს მომხდარის გამო და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.