აეროპორტის ტრასაზე ავტომობილი ამობრუნდა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ტრასაზე BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარის შედეგად მანქანაში მჯდომი ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები