„ისლამური სახელმწიფო“ პარიზს და ოლანდს ემუქრება (ვიდეო)

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ მუქარის ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ახალი ტერაქტებით პარიზს ემუქრება. ამის შესახებ „Daily mail“ იუწყება.
ისლამისტებმა სოციალურ ქსელებში 6 -წუთიანი ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს სახელწოდებით „Paris s’effondré“(პარიზი ეცემა).
ვიდეოკლიპში გამოყენებულია ეიფელის კოშკის აფეთქების კადრები ერთ-ერთი მხატვრული ფილმიდან. ასევე ჩანს 2015 წლის 13 ნოემბერს, პარიზში განხორციელებული ტერაქტის ვიდეოკადრებიც.
ვიდეოს თან ახლავს საუბარი არაბულ ენაზე, თუმცა არიან გადაღებულები „ისლამური სახლემწიფოს“ მებრძოლები, რომლებიც საფრანგეთის მოქალეებს ფრანგულ ენაზე ემუქრებიან.
ვიდეორგოლში საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ჩანს, რომელსაც „ბოევიკები“ ასევე განადგურებით ემუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები