კვიპროსში საქართველოს ახალი ელჩი რევაზ ლომინაძე იქნება
კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩად რევაზ ლომინაძე დაინიშნა.
დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.
მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი რევაზ ლომინაძეს შეხვდა და მასთან საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.