ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ. სამხედრო მანევრებში 100 ჯარისკაცი, ოფიცერი და 20 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. წვრთნების პროცესში სამხედროები, უკონტაქტო ნაღმსაძიებელ „ძერას“ გამოყენებით, ძირითადად, განაღმვით სამუშაოებში ვარჯიშობენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, წვრთნებში საინჟინრო მანქანები, მექანიზებული ხიდები და ხიდების დამგები მანქანები გამოიყენება. წვრთნები „ნაღვალოუს“ სამხედრო პოლიგონზე იმართება.