ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც „საზღვარი“ დაარღვია. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„საქართველოს მოქალაქე ცხინვალის გარეუბანშია დაკავებული. ეს გორის მკვიდრია, რომელიც 1958 წელს არის დაბადებული“, – განუცხადა „სპუტნიკს“ ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს დაკავებისას საბუთები არ ჰქონდა, ამჟამად მისი ვინაობა დგინდება.