ლეონიდ ჩერნოვეცკი: ჩემი შანტაჟი შეუძლებელია

ჩემი შანტაჟი საქართველოში შეუძლებელია: მე არ მაქვს არც ბიზნესი, არც ისეთ საკითხებში ვარ ჩაბმული, რომლის გამოც დამოკიდებული ვიქნები მთავრობაზე ან სპეცსამსახურებზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერმა და კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გაზეთ „ქობულეთი ნიუსთან“ განაცხადა.
როგორც ჩერნოვეცკიმ აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის საქართველოს ყოფილ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რომელმაც სთხოვა, რომ მის გუნდში მისი ნებართვის გარეშე არავინ დაენიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მე უკვე დიდი ხანია არავის შევხვედრივარ. ჩემი შანტაჟი საქართველოში შეუძლებელია: მე არ მაქვს არც ბიზნესი, არც ისეთ საკითხებში ვარ ჩაბმული, რომლის გამოც დამოკიდებული ვიქნები მთავრობაზე ან სპეცსამსახურებზე! და მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ დღეს საქართველოში შეიძლება მოხდეს. მთავარი კი ის არის, რომ ჩემი ბუნებით მე შანტაჟს არ ვექვემდებარები! ამ მხრივ რთული ხასიათი მაქვს! ახლა მე 8 დღით ევროპაში ვიმყოფები ჩემს მეუღლესთან ერთად: ზურგს ვმკურნალობ, რათა პარლამენტში მოსვლის შემდეგ ასეთი საკითხები აღარ მაწუხებდეს და არ მომიხდეს რომელიმე პლენარული სხდომის გამოტოვება. მალე დავბრუნდები და იმედია, არჩევნებამდე არსად წასვლა არ მომიწევს! წარმატებებს ვუსურვებ თქვენს მკითხველებს!”,-განაცხადა ჩერნოვეცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები