რაზე შეთანხმდნენ ირაკლი ოქრუაშვილი “თავისუფალი დემოკრატები” და “ნაციონალური მოძრაობა”

“თავისუფალ დემოკრატებთან” და “ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთ წევრთან შევთანხმდით, რომ ჩვენი წარმომადგენელი საკრებულოს თავმჯდომარე გამხდარიყო, მათ წარმომადგენლებს კი, სხვადასხვა თანამდებობები დაეკავებინათ – ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “2030”-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი ნდობა არ შეიძლება.
“მაგრამ მათ ჩვენი კედელთან მიყენება გადაწყვიტეს და ცოტა ხანში, შეთანხმება დაარღვიეს. განგვიცხადეს, რომ თავმჯდომარე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი უნდა გამხდარიყო. ამ შემოთავაზებას იმ შემთხვევაში ვთანხმდებოდით, თუ ისინი ქალაქის ბიუჯეტის მიღებას ჩააგდებდნენ, რადგან ბიუჯეტი ქალაქის ინტერესებს არ პასუხობდა. აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი არ ჩავარდა. ეს იყო სიგნალი, რომ მათი ნდობა არ შეიძლებოდა. ალტერნატიული გზა “ქართულ ოცნებასთან” საერთო ენის გამონახვა იყო და ამას გნებავთ გარიგება დავარქვათ, გნებავთ ვაჭრობა. ფაქტია, რომ შეთანხმება ქალაქის ინტერესების შესაბამისი აღმოჩნდა”, – ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები