ტელეკომპანია BFM-მ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების 3D ანიმაცია შექმნა (ვიდეო)
ტელეკომპანია BFM-მ ბრიუსელის „ზავენტემის“ აეროპორტში 22 მარტს მომხდარი ტერაქტების 3D ანიმაცია შექმნა. ანიმაციაში ნაჩვენებია სამი ტერორისტი, რომლებიც აეროპორტის შენობაში ურიკებით გადაადგილდებიან. მათგან ორი ფეთქდება, ხოლო ერთ-ერთი ურიკას ადგილზე ტოვებს და მიდის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მესამე ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა არ, ან ვერ ააფეთქა.