ცნობილი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი გარდაიცვალა

ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამსი შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კრუიფის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, კრუიფი კიბოთი იყო დაავადებული. იოჰან კრუიფმა სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი – ორჯერ, როგორც მოთამაშემ და ერთხელ, როგორც მწვრთნელმა. ის მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად არის აღიარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები