უილიამ შექსპირის საფლავიდან თავის ქალა გაქრა

ბრიტანელმა მეცნიერებმა ცნობილი ინგლისელი მწერლის, უილიამ შექსპირის საფლავის სკანირება ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ იქ თავის ქალა აღარ არის. სკანირება მეცნიერებმა დრამატურგის გარდაცვალებიდან 400 წლისთავზე ჩაატარეს. როგორც არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი კევინ კოლზი აცხადებს, შექსპირის თავის ქალა იმ ადამიანებმა მოიპარეს, რომლებსაც მწერლის გენიალურობის საიდუმლოს დადგენა სურდათ.
საფლავიდან თავის ქალის მოპარვა ერთეული შემთხვევა არ არის. ასე, მაგალითად, უცნობმა პირებმა საფლავიდან ავსტრიელი კომპოზიტორის, იოზეფ ჰაიდნის თავის ქალა მოიპარეს. თუმცა მაშინ თავის ქალა იპოვეს. ამის შემდეგ კომპოზიტორის ნეშტი ავსტრიის ქალაქ აიზენშტადტში ხელახლა დამარხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები