სირიის სამთავრობო ძალებმა პალმირა მთლიანად აიღეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი პალმირა აიღეს, რომელიც მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ ჰქონდათ დაკავებული, ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეკომპანია „იჰბარიას“ ცნობით, სამხედროები ქალაქის ცენტრში შევიდნენ. პროვინცია ჰომსის გუბერნატორის თქმით, პალმირაზე შეტევა სამი მხრიდან განხორციელდა. „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ პალმირაზე კონსტროლი 2015 წლის მაისში დაამყარეს.
ამ დროიდან მოყოლებული მათ მრავალი ისტორიული ძეგლი და ნაგებობა გაძარცვეს და გაანადგურეს. ამ ნაგებობების დიდი ნაწილი იუნესკოს ისტორიული მემკვიდრეობის სიაში შედის. ლეგენდის მიხედვით, პალმირა მეფე სოლომონმა დააარსა. ეს გვიანი ანტიკური ხანის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია. პალმირა სირიის უდაბნოს ერთ-ერთ ოაზისში, დამასკოსა და მდინარე ევფრატს შორის მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები