ბელგიის პროკურორი: მთავარი ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშროუი დაკავებული არ არის

ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტების ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილის, ნაჯიმ ლაშროუის დაკავების შესახებ ბელგიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
ბელგიის ფედერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ლაშროუის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნაჟიმ ლააშრაუი 1991 წლის 18 მაისს ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში დაიბადა, 2013 წლის თებერვალში კი სირიაში წავიდა. ამასთან, პოლიცია ტერაქტების კიდევ ერთ თანამონაწილეს ეძებს, რომლის ვინაობა დადგენილი არ არის. პროკურორის ცნობით, ბრიუსელის შაერბეკის რაიონში ჩატარებული რეიდის დროს სამართალდამცველებმა 15 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, 15 ლიტრი აცეტონი, დეტონატორები და სხვა საბრძოლო არსენალი ამოიღეს. ამასთან, პროკურატურამ დაადგინა, რომ მეტროსადგურში თავი აიფეთქა ხალიდ ელ-ბაკროუიმ, ხოლო მისმა ძმამ ბრაჰიმმა – აეროპორტში. მისვე თქმით, ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი – მეოთხე დონე კვლავ ნარჩუნდება. პროკურორის ცნობით, ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტების შედეგად 31 ადამიანია დაღუპული, 270- კი დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები