ევროპის ლიდერებმა ბრიუსელის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ბელგიის მეფე ფილიპმა, პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბრიუსელის მთავარ მოედანზე გუშინ ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილი მიაგეს.
ოფიციალურ დელეგაციას შორის იმყოფებოდნენ ევროპის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: ფედერიკა მოგერინი და ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.
დელეგაციის წევრებმა გვირგვინები მიიტანეს მეტროსადგურის შესასვლელთან, სადაც ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელში მომხდარ ტერაქტების სერიას ბოლო მონაცემებით, 34 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 160-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები