ჰოლანდიის საკონსულო სტამბოლში ტერორისტული საფრთხის გამო დაიხურა
სტამბოლში ჰოლანდიის საკონსულო ტერორისტული საფრთხის გამო დროებით დაიხურა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, საკონსულოს ყველა თანამშრომელი ევაკუირებული იყო. ჰოლანდიის მოქალაქეებს საკონსულო ურჩევს, მას არ მიუახლოვდნენ და ახალ ამბებს თვალ-ყური ადევნონ.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში 19 მარტს ტერორისტული აქტი მოხდა, რომლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.