ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის მონაწილეებისთვის ე.წ. პროკურატურა ხანგრძლივ პატიმრობას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილ დე-ფაქტი ლიდერზე, ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეებისთვის ე.წ. პროკურატურა ხანგრძლივ პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ბრალდების მხარემ ალხას და ასტამურ ხუტბასთვის და რამზი ხაშიგისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, თამაზ ბარციცისთვის – 11 წლით პატიმრობა, ხოლო ედგარ და ედლარ ჭითანავასთვის – 20- წლიანი პატიმრობა. ალექსანდრე ანქვაბზე 2005-დან 2012 წლამდე, საერთო ჯამში, ექვსი თავდასხმა განხორციელდა. ბოლო ტერაქტი 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები