გერმანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს

გერმანიის პოლიციამ მიუნხენის ერთ-ერთ გზატკეცილზე სამი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც შესაძლოა ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას, ბელგიური გამოცემა „Derniere Heure“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, სამი მამაკაცი, კოსოვოდან ბრიუსელში ჩავიდა. სამი ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მიუნხენისკენ გადაადგილდებოდნენ. თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სახის ნივთმტკიცება, რომ ისინი ბრიუსელის ტერაქტებში მონაწილე პირები არიან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავარიის პოლიცია ადასტურებს სამი პიროვნების დაპატიმრების ფაქტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები