„როიტერი“: აშშ-ის ფედერალური ბიურო და იუსტიციის სამინისტრო ბელგიელ კოლეგებს ეხმარებიან

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო, გამოძიების ფედერალური ბიურო და ქვეყნის სხვა სტრატეგიული უწყებები ბელგიელ კოლეგებთან კოორდინირებულად მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აფეთქებების საფრთხის გამო, ბრიუსელში ტერორიზმის უმაღლესი, მეოთხე დონეა გამოცხადებული. ბოლო ინფორმაციით, ტერაქტების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები