ბელგიის მთავრობა მოსალოდნელ ტერაქტებს აანონსებს

ბელგიის მთავრობა, აეროპორტსა და მეტროში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, მოსალოდნელ ტერაქტებს აანონსებს, – განაცხადა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე. ინფორმაციას სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ ავრცელებს.
ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სამშაბათს, ქვეყნისთვის „შავი დღე“ უწოდა. „მოხდა, ის, რისიც ჩვენ გვეშინოდა. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული მომენტია. ჩვენმა ქვეყანამ სასტიკი, მხდალი და ძალადობრივი დაბომბვა განიცადა“, – აცხადებს ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები