ბრიუსელში ყველა მეტროსადგური დაიხურა

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარი აფეთქებების გამო ყველა მეტროსადგური დაიკეტა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, მასთან ერთად მუშაობა გააჩერა სხვა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც. შეჩერდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. შეწყვეტილია მობილური კავშირგაბმულობაც.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტში დღეს 2 აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლთა რიცხვი ამ დროისთვის 20- მდე გაიზარდა. არის ათეულობით დაჭრილი. გადაიდო ყველა რეისი. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ აფეთქების წინ გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილებიც გაისმა. აეროპორტში აფეთქებას გარკვეული დროის შემდეგ მეტროს ორ სხვადასხვა სადგურში, „მაალბეკსა“ და „შუმანში“ აფეთქებაც მოჰყვა. მეტროში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები