ირაკლი შოთაძე ვიდეოკადრებზე: უკვე არის გარკვეული სიახლეები გამოძიებაში

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების ფაქტს ეხმაურება. როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, უკვე არის გარკვეული სიახლეები გამოძიებაში, თუმცა მან მეტი კონკრეტიკისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა. მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში სხვა ქვეყნები ჩართულები არიან, ვინაიდან ეს ვიდეოფაილები უცხოურ ინტერნეტგვერდებზე აიტვირთა.
“მე მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეზე, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საკმაოდ ინტენსიურ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ახორციელებს, იმისთვის, რათა დადგინდნენ პიროვნებები, ვინც ეს ვიდეოები ინტერნეტსივრცეში ატვირთა. რა თქმა უნდა, სიახლეები არსებობს, მაგრამ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე ამ სიახლეებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის ეტაპზე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. სხვა ქვეყნები ჩართულები არიან, ვინაიდან ამ ვიდეოფაილების ატვირთვა განხორციელდა უცხოურ ინტერნეტგვერდებზე, შესაბამისად, ჩვენ მათი ჩართულობის გარეშე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩავატარებდით”,- განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები