შიდა აუდიტის დეპარტამენტს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვია
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული „სახელმწიფო ფინანსების პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერის“ ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვია. სტუმრები შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, ნინო ქარაზანაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ დავითაიას შეხვდნენ.
მისიის მიზანი სამინისტროების შიდა აუდიტის სუბიექტების საქმიანობის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონთან შესაბამისობის შეფასებაა. თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთია იმ ოთხი სამინისტროდან, რომლებიც საქმიანობის ადგილზე შესწავლის მიზნით შეირჩა.
უწყებებში რამდენიმე შიდააუდიტორული შემოწმება განხორციელდა და პრაქტიკაში სისტემური აუდიტის მიმართულება დაინერგა. საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, შიდა აუდიტის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზეა დამოკიდებული ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის თავისუფალი გადმორიცხვების განხორციელება. ამდენად, ევროკავშირის მისიის შეფასების შედეგებს სახელმწიფოსთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.