თაღლითობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახელით ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირებისთვის დღეს აღმკვეთი ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს. ორი ბრალდებულიდან ერთ-ერთს, ჯემალ დუაძეს მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ადვოკატებს დღეს საქმის მასალებს გადასცემენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მაღალჩინოსნის სახელით ბიზნესმენებს თანხის სანაცვლოდ, თითქოსდა, მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მფარველობას პირდებოდნენ.