“მასტერა“ პენიტენციალურ დაწესებულებაში მოათავსეს
კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე იგივე “მასტერა“ პენიტენციალურ დაწესებულებაში მოათავსეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით მას პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.
საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, განზრახ მკვლელობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ბრალდებულ გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას”, ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში ექსტრადირება გვიან ღამით განხორციელდა.