საპატრიარქო პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტს გმობს. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ყოველგვარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტს და მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედება არის გამიზნული ბოროტება და დანაშაული, როგორც ამა თუ იმ პიროვნების, ისე ქვეყნის წინააღმდეგ.
ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ ქრისტიანული სამყარო, ისევე როგორც ყველა ტრადიციული რელიგია, რა თქმა უნდა, დაიცავს და აკურთხებს მხოლოდ კანონიერ მეუღლეებს შორის სიყვარულისა და ქორწინების საფუძვლებზე დამყარებულ ურთიერთობებს და ყოვლად მიუღებლად თვლის ნებისმიერი სახის სხვა თანაცხოვრებას; რაც შეეხება მონანულ ადამიანს, მას ეკლესია იწყნარებს და სიყვარულით უღებდა და კვალავაც გაუღებს კარს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები