“რუსთავი 2”-მა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი წერილი მიიღო
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, მორიგი გამაფრთხილებელი წერილი მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია თავად ტელეკომპანიამ გაავრცელა.
მათივე ცნობით, მას შემდეგ რაც “რუსთავი 2”-მა გამაფრთხილებელი წერილი მიიღო, პროკურატურაში ერთ-ერთი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე დაიბარეს.