რექტორის გადასაყენებლად კენჭისყრის საკითხი სრულყოფილი დასკვნის შემდეგ გადაწყდება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც აკადემიური საბჭოს წევრებს თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ და საბჭოს თსუ-ს რექტორის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების თაობაზე დოკუმენტური მასალები წარუდგინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რექტორის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის პროცედურა უკვე დაიწყო. ხოლო რაც შეეხება რექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ის კენჭისყრაზე მიღებული სრულყოფილი დასკვნის შემდეგ გადაწყდება.