თბილისში ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

თბილისში, 21 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით, მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, 21 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით, მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მოძრაობა შეიზღუდება და ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:
მძღოლები, რომლებსაც სურთ ორთაჭალჰესიდან ნ. ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გადაადგილება, მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბით ვერ ისარგებლებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოძრაობა ორთაჭალჰესიდან მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელონ, ან იალბუზის ქუჩის გავლით ქეთევან წამებულის გამზირზე იმოძრაონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები