გიგლა აგულაშვილი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კომუნიკეს პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კომუნიკეს პრეზენტაციას დაესწრო. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის მოდელირება „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ ორგანიზებით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა აქტუალურ საკითხებზე ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს და საქართველოს პარლამენტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში დიპლომატიური კულტურის განვითარებას და ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები