პრეზიდენტმა სესილია მალმსტრომი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ევროკომისარი საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის დააჯილდოვა.