მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლები – მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ.
„მიუხედავად რამდენიმეთვიანი დაპირისპირებისა, „მაესტროს“ დამფუძნებლები შევთანხმდით შემდეგ საკითხებზე:
1. ლოგო და სახელი დაუბრუნდეს ეთერს;
2. მხარეებმა შეწყვიტონ საჯარო განცხადებების გაკეთება მოლაპარაკების დასრულებამდე;
3. მოლაპარაკების პერიოდში ვიწყებთ კონსულტაციას ტოპმენეჯმენტის ერთობლივად ფორმირებაზე;
4. უმოკლეს ვადაში მოხდეს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა;
5. მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნოს ორივე მხარის წარმომადგენელი, ყოფილი ფინანსური დირექტორი – თემურ გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძის ფინანსური კონსულტანტი ზვიად ზუბიაშვილი.
იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩიხში არ შევა და ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და კეთილგონიერებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავას არ გადაჰყვეს ტელევიზია და რაც მთავარია, თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწყვეტ მაუწყებლობას“, – აღნიშნულია ასათიანისა და გაჩეჩილაძის ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები