ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა აბორტები საბოლოოდ აკრძალა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვილილება კანონში „დედის და ახალშობილის სიცოცხლის დაცვის შესახებ“. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ეს ცვლილებები აბორტის აკრძალვას გულისხმობს. ამასთანავე, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა პარლამენტში დიმიტრი შამბამ განაცხადა, დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ ამკრძალავი ღონისძიებების გატარება სწორი არ იქნება. მას მიაჩნია, რომ საჭიროა სიციალურ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებების გატარება. მესამე მოსმენით კანონპროექტს 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო სამმა წინააღმდეგ მისცა ხმა.