იეთიმ გურჯის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა იეთიმ გურჯის ქუჩაზე ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინება შევიდა, რომ იეთიმ გურჯის ქუჩაზე იტალიური ტიპის 3- სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვოდა.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი. აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები