ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე: ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის გაფართოება გეოსტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია – მნიშვნელოვანია აყვავებული, დემოკრატიული და საერთო ღირებულებების მქონე სამეზობლო, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს
ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის გაფართოება გეოსტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, – ამის შესახებ ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ჯორდან ჯანდროკოვიჩმა დუბროვნიკის ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გაფართოების პოლიტიკური ინტერესი თანაბრად ძლიერი უნდა იყოს როგორც ბრიუსელში, ისე წევრი ქვეყნების დედაქალაქებში და ასევე ყველა კანდიდატ ქვეყანაში.
„მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება – ჩვენი საზოგადოებების საფუძველია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის გაფართოება გეოსტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. მნიშვნელოვანია აყვავებული, დემოკრატიული და საერთო ღირებულებების მქონე სამეზობლო, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. გაფართოების პოლიტიკური ინტერესი თანაბრად ძლიერი უნდა იყოს როგორც ბრიუსელში, ისე წევრი ქვეყნების დედაქალაქებში – და ასევე ყველა კანდიდატ ქვეყანაში. ჩვენი ძალები და ძალისხმევა კვლავ ორიენტირებული იქნება დახმარებაზე, თანამშრომლობასა და ახალი კონკრეტული ნაბიჯების შემუშავებაზე, რომლითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სტაბილურობაში“, – აღნიშნა ჯანდროკოვიჩმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმში მონაწილეობს.