დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს, გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობა.
„მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმდინარეობასა და ევროინტეგრაციის გზაზე ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ამ პროცესში ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს როლს რეგიონში და თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.