ტრამპი: მსოფლიო მალე იხილავს ვაშინგტონის რეაქციას რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მსოფლიო მალე იხილავს ვაშინგტონის რეაქციას რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვაზე.
ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკელ ლიდერს ჰკითხეს, თუ როგორ რეაგირებდა ის რუსეთის მიერ განხორციელებულ ბოლო თავდასხმაზე, რომლის დროსაც ხარკოვის საავადმყოფო დაზიანდა.
ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო:
„ვიცი. ნახავთ, რა მოხდება მომავალში“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 ივლისს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.