ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დამაკავშირებელი გზა ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჩაკეტილი იყო
რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის დამაკავშირებელი გზა, ე წ. ტრანსკამი ერთი დღე-ღამის განმავლობაში დახურული იყო. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, „ტრანსკამის“ დახურვა ცუდმა ამინდმა და ზვავსაშიშროებამ გამოიწვია. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, გზა როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალთან დახურული იყო და მასზე მოძრაობა ორშაბათს, შუადღით აღდგა.