ერაყელი სამხედროების ინფორმაციით, მათ თარხან ბათირაშვილის ცხედარი იპოვეს
ერაყელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ ქალაქ ერ-რამადისთან თარხან ბათირაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს. ბათირაშვილი „ისლამური სახლმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და ის აბუ ომარ აშ-შიშანის სახელითაც არის ცნობილი. ამის შესახებ ტელეარხი Alsumaria იუწყება. მანამდე ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა დაადასტურა.
ამერიკის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ბათირაშვილი სირიის ქალაქ ეშ-შადდადთან გაანადგურეს. ეს ქალაქი სირიის ქალაქ რაქასა და ერაყის ქალაქ მოსულს შორის, სტრატეგიულ გზაზე მდებარეობს. ავიადარტყმა აშ-შიშანის ავტომანქანაზე 4 მარტს განხორციელდა, ხოლო ათი დღის შემდეგ „სი-ენ-ენმა“ გადასცა ინფორმაცია, რომ ბათირაშვილი მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ერაყელი სამხედროების ცნობით, მათ ერ-რამადისთან „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ 10 „ბოევიკის“ ცხედარი აღმოაჩინეს.