რომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა გაიხსნა
რომში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა გაიხსნა. ამის შესახებ სააგენტო „კავკაზსკი უზელი“ იუწყება. შესაბამისი ინფორმაცია ფეისბუქში საზოგადოება „იტალია-სამხრეთ ოსეთის“ ხელმძღვანელმა, მაურო მურჯამ გამოაქვეყნა.
როგორც მურჯა ამბობს, წარმომადგენლობის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის ადვოკატ ანდრეა კორსინის. ახლა იტალიაში მყოფ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას „კვალიფიციური დახმარების მიღების საშუალება ექნება“.
ცნობისთვის, სოხუმმა და ცხინვალმა იტალიის ხელისუფლებას წარმომადგენლობის გახსნის თხოვნით 2013 წელს მიმართა.